თინათინ ბოკუჩავა:   „თამარ ჟვანიას ხელისუფლებამ არჩევნების გაყალბება დაუფასა“

თინათინ ბოკუჩავა: „თამარ ჟვანიას ხელისუფლებამ არჩევნების გაყალბება დაუფასა“

თამარ ჟვანია ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე მეორედ აირჩიეს. აღნიშნულს გაერთიანებული ოპოზიციის რიგებში აფასებენ და აცხადებენ, რომ მას „შრომა“ დაუფასეს. თინათინ ბოკუჩავას განცხადებით, თამარ ჟვანია პირადად იყო ჩართული საპრეზიდენტო არცევნების გაყალბების პროცესში:

„საპრეზიდენტო არჩევნები ხელისუფლებამ გააყალბა და ამ გაყალბების მთავარი ორგანიზატორი იყო ცენტრალური საარჩევნო კომისია და პირადად თამარ ჟვანიას ხელისუფლებამ დაუფასა ამ არჩევნების გაყალბება იმით, რომ მას მისცა ახალი 5 წლიანი მანდატი,“-განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

კომისიის წევრები გადაწყვეტილებას უგუნურ ნაბიჯად აფასებს „ევროპული საქართველოს“ წევრი ირაკლი აბესაძე:

„უგუნური ნაბიჯი და ქართული სახელმწიფოს დემოკრატიული იმიჯის კიდევ უფრო მეტად დამაზიანებელია დატოვო საარჩევნო ადმინისტრაციის ხელმძღვანელად პირი, რომლის პირობებში ჩატარებული არჩევნები არ შეფასდა სამართლიანად, როდესაც ფუნდამენტურად დაირღვა ამომრჩევლის უფლებები. მთელი ეს პროცესი ვითომ კანდიდატურების შერჩევის, ვითომ კონსულტაციის არასამთავრობო ორგანიზაციებთან, ვითომ კენჭისყრის ცენტრალური საარჩევნო კომისიის. ეს იყო თავიდანვე დადგმული, ფარსი და სხვა მოლოდინი „ქართული ოცნების“ ხელისუფლებისგან ოპოზიციას ნამდვილად არ გვქონდა,“ - განაცხადა ირაკლი აბესაძე.