კამათი იუსტიციის საბჭოს სხდომაზე - იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის, გიორგი მიქაუტაძის მიერ დასახელებულ მოსამართლეთა კანდდიატებს უკმაყოფილება მოჰყვა. პროტესტის ნიშნად, ანა დოლიძემ საბჭოს სხდომა დატოვა:
"დღეს თქვენ პროცესუალურად და შინაარსობრივად, ჩვეულებრივი სუიციდი ჩაიდინეთ, ამას ქართველი ხალხის სახელით გეუბნებით...
მიუხედავად მთელი ჩემი კრიტიკისა თქვენი და სასამართლო სისტემის მიმართ, ნამდვილად არ მეგონა, საკუთარი კარიერის გადასარჩენად თუ ამ დონემდე დაეცემოდით, იმ ბოლო ტოტსა და ნაფოტს გადახერხავდით, რომელზეც სასამართლო ხელისუფლება კიდია. იუსტიციის საბჭოს უმრავლესობამ რეალურად ხელიდან გაუშვა ისტორიული შანსი, რომ საბჭოს შეესრულებინა დამოუკიდებელი კონსტიტუციური ორგანოს აღმატებული ფუნქცია, უდიდესი მოვალეობა და პასუხისმგებლობა, რომელიც კონსტიტუციამ თქვენ დაგაკისრათ“, - მიმართა საბჭოს წევრების დოლიძემ.
საბჭომ კანდიდატურები დაასახელა: მარიამ ცისკაძე, ნინო ქადაგიძე, მიხეილ ჩინჩალაძე, პაატა სილაგაძე, დიმიტრი გვრიტიშვილი, მერაბ გაბინაშვილი, ნინო სანდოძე, თამარ ალანია, გიორგი ტყავაძე და გიორგი მიქაუტაძე.