"ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის თავმჯდომარის რომან გოცირიძის განცხადებით, მაშინ, როცა წლის ბოლომდე დარჩენილია მხოლოდ 5 სამუშაო დღე, ბიუჯეტიდან აუთვისებელი თანხა 1,365 მილიარდ ლარს შეადგენს.
"წლის ბოლომდე დარჩა ხუთი სამუშაო დღე და ბიუჯეტიდან აუთვისებელმა თანხამ შეადგინა 1,365 მილიარდი ლარი. ამდენის დახარჯვას ახერხებდნენ თვენახევრის განმავლობაში და ხუთ დღეში რომ ვერ მოხდება მისი გამოყენება, ისედაც ნათელია. გადარიცხავენ ბოლო დღეს და იზეიმებენ ახალ წელსაც და ბიუჯეტის "წარმატებით” შესრულებასაც. პენსიები, შემწეობები და ხელფსები უკვე გაცემულია, დარჩენილი ფული კი არის ის რესურსი, რომელიც უნდა მოხმარებოდა რეალური საქმის კეთებას - გზებს, სკოლებს, სამუშაო ადგილების შექმნას. მთავრობა, რომელსაც მხოლოდ ფულის დარიგება შეუძლია და ვერ აკეთებს საქმეს, ვერ გადაჭრის ქვყანაში არსებულ ვერც ერთ პრობლემას. ესაა ბიუჯეტის მიერ გამოტანილი ვერდიქტი“,- აცხადებს რომან გოცირიძე.