ბრმა ტყვია არ არჩევს ქოცს და არაქოცს - ასე ეხმაურება "ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი წევრი მეგი გოცირიძე ბოლო დღეებში საქართველოში შექმნილ მძიმე კრიმინოგენულ სიტუაციას.
"რატომ ამდენი მსხვერპლი არჩევნების დასრულებისთანავე? იმიტომ რომ ქვეყნის მთავარმა ქურდმა, ქვეყნის მთავარ ძაღლს მწვანე აუნთო, რომ ერთობლივად ჩაეტარებინათ არჩევნები. თქვენთან არ ვაპირებთ კოაბიტაციას, კოაბიტაცია (მძულს ეს სიტყვა) მხოლოდ საბჭოთა მილიციასა და ჩაცუცქულებს შორის გვექნება ნაციონალების წინააღმდეგო, ოღონდ ამ "ბეზპრედელში" არავინ იცის, ვის შეუვარდებიან სახლში "შეცდომით" და ვის შვილს დახვრეტენ ლოგინში მძინარეს. ვისი მამა, ძმა თუ ბიძა აღმოჩნდება ზაზა სარალიძის დღეში, რომელი დეპუტატის შვილს შეახეთხებენ გვირაბთან ჩახერგილ ტრაილერს, ან ქართული ოცნების კონცერტზე ჩემსავით ვის მოუკლავენ გულში დანის ჩარტყმით 16 წლის ბიძაშვილის შვილს და კიდევ რამდენს გაამწარებენ ......არც ბრმა ტყვია არჩევს ქოცს და არაქოცს , ნაწილს ნაკოტიკებით გვიკლავს, ნაწილს დანებითა და მაკაროვებით. სამაგიეროდ, უტას, ბერას, გვანცას და ცოტნეს სვეტიცხოველსაც უყიდის ან სულაც ააფეთქებს, თუ გაიგო, რომ მის ქვეშ ოქროს საბადოა, მას ხომ ესეც მხოლოდ საკუთარი შვილებისთვის უნდა და მერე რა მოხდება, გაგებით მოვეკიდებით საყვარელი მამიკოს ქცევას", - წერს მეგი გოცირიძე სოციალურ ქსელში.