ნოდარ მელაძე :  “აბა, ვინმემ გაბედოს…”

ნოდარ მელაძე :  “აბა, ვინმემ გაბედოს…”

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსმა, ჟურნალისტმა ნოდარ მელაძემ გადაცემაში „სთორი“ განაცხადა, რომ არხის სარედაქციო პოლიტიკა დამოუკიდებლად განისაზღვრება და იქ მომუშავე ჟურნალისტები ანგარიშვალდებულნი არავის წინაშე არიან.

„თავისუფლება არის მთავარი, აი, რაც დღეს აქვს „რუსთავი 2“-ს და „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტებს… არავის წინაშე ანგარიშვალდებულები არ არიან, რომ დღეს რომელიღაც სამინისტროდან დაურეკავენ და ეტყვიან რომ „ასე რატომ გაკეთეთ სიუჟეტი…“ – აბა, ვინმემ გაბედოს…“, – აღნიშნა ნოდარ მელაძე თათია შარანგიასთვის მიცემულ ინტერვიუში.