ბერი ანთიმოზი შინდისის გზაზე დატრიალებულ ტრაგედიას ეხმიანება

ბერი ანთიმოზი შინდისის გზაზე დატრიალებულ ტრაგედიას ეხმიანება

ბერი ანთიმოზ მჭედლიძე გუშინ გვიან ღამით შინდისის გზაზე დატრიალებლ ტრაგედიას ეხმიანება, სადაც 2 ახალგაზრდა მოკლეს, ხოლო 2 დაჭრეს: ,,როგორ მაინტერესებს, ასეთი სიძულვილი არის სხვა ქვეყნებშიც? უფსკრულთან ვდგავართ, ერთმანეთის პატიება და სიყვარული დავკარგეთ”, – აღნიშნავს ბერი ანთიმოზი.

2 მოკლული ბიძაშვილები - ლუკა და დათი ფეიქრიშვილები არიან, რომლებიც ხანჯლით დაჩეხეს. დაჭრილებს ჭრილობები ცეცხლსასროლი იარაღით აქვთ მიყენებული, ისინი საავადმყოფოში არიან გადაყვანილები.