"ნაცმოძრაობის" ზოგიერთ წარმომადგენელს ხელისუფლებასთან ფარული მოლაპარაკება აქვს"

"ნაცმოძრაობის" წევრი აღარ ვარ, მაგრამ კავშირ­ების წყალობით პარტიაში­ პროცეს­ების შესახებ ინფ­ორმაცია ჩემამდე აღწევს.­ ვიცი, "ნაცმოძრაობა" მარტივ მამრ­ავლებად დაიშლება და ამას მალე ნახავთ", - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილმა წევრმა, რეზიკო ოთარაშვილმა განაცხადა.

"არჩევნების მეორე ტურის შემდეგ­ ცხადი შეიქნა, რომ "ნაცმოძრაობის" ლიდერები სტრატეგიაზე ვერ შეთანხმდნენ­ - ნაწილი კვლავ რადიკალიზაციის მომხრეა მიხეილ სააკაშვილის თაოსნობით­, მაგრამ ეს არ არის მთავარი, ყველაფერი მაინც ფინანსურ რესურსებამდე მიდის­. ვისი ფული იხარჯ­ებოდა არჩევნებზე და რა რესურსები აქვს პარტიას? პირველი - ეს არის სახელმწიფო­ დაფინანსება, მეორე - საერთაშორისო დონ­ორი ორგანიზაციებისგან მიღებული თანხები და მესამე - შეწირულობები. სწორედ ამ ფინანსების გადაზიდვა ხდება სხვადასხვა­ მხარეს, რაშიც ხელისუფლების ხელიც ურევია - "ნაცმოძრაობის" ზოგიერთ წარმო­მადგენელთან ხელისუფლებასაც აქვს ფარული მოლაპარაკება და დახმარებასაც­ სთავაზობს. კერძოდ, თუკი "ნაცმოძრაობას" ნაწილი გამოეყოფა და ახალ პარტიას შექმნის, შემწირველთა რაოდენობა საგრძნობლად გაიზრდება. პარტიას ფინანსური კრიზისი ისედაც აქვს, რადგან დონორი ორგანიზაციების დახმარება ძალიან შემცირდა - ევროპელი ლობისტები პროცესების რადიკალიზაციას მხარს არ უჭერენ" - განაცხადა ოთარაშვილმა "კვირის პალიტრასთან".

"კვირის პალიტრა"