რუსუდან შარაძე ბიძინა ივანიშვილს: თქვენს ფიქრებს ვერასდროს გამოვიცნობ, მაგრამ გული ხომ გაქვთ? იქ მიპასუხეთ

რუსუდან შარაძე ბიძინა ივანიშვილს: თქვენს ფიქრებს ვერასდროს გამოვიცნობ, მაგრამ გული ხომ გაქვთ? იქ მიპასუხეთ

გურამ შარიძის შვილი,რ უსუდან შარაძე სოციალური ქსელის საშაულებით ბიძინა ივანიშვილს მიმართავს:

“ბატონ ბიძინა ივანიშვილს ვუსამძიმრებ ძვირფასი დედის გარდაცვალების გამო და მივმართავ:

ბატონო ბიძინა! მამათქვენის მოღვაწეობისთვის, ჯერ კიდევ, 1998 წელს, თქვენი უფროსი ძმა რომ ლოგინში, მძინარე მოეკლათ; შემდგომ, 2007 წელს, თავად მამათქვენი დაეხვრიტათ ქუჩაში, ყველას თვალწინ; პარალელურად, უმცროსი ძმა ცოცხლად გაენადგურებინათ და 2009 წელს, საბოლოოდ რომ დაელია სული; ხოლო დედას, მრავალტანჯულ დედას, რომელსაც 2006 წელს, მანქანა დაეჯახა და ინვალიდად დარჩა, 2014 წლამდე იმისთვის ეცოცხლა, რომ ქმარ-შვილი დაემარხა.

თქვენ, მარტოდ დარჩენილს, ყველაფერი რომ გაგეკეთებინათ, თითქმის, გახსნილი საქმე ჩაგებარებინათ საგამოძიებო უწყებებისთვის და პასუხად მიგეღოთ ის, რაც მე მივიღე თქვენგან, თქვენი ნათესავებისგან და საკუთარი ნათესავებისგან, რას იზამდით? ვწუხვარ, რომ ჩემი კითხვა უპასუხოდ დარჩება და თქვენს ფიქრებს ვერასდროს გამოვიცნობ, მაგრამ გული ხომ გაქვთ, გული? იქ მიპასუხეთ.”– წერს რუსუდან შარაძე.