საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას მკვლელობის საქმეში ოჯახი ნდობით აღჭურვილი პროკურორის დანიშვნას ითხოვს. აღნიშნულის შესახებ პრეზიდენტის ვაჟმა ცოტნე გამსახურდიამ განაცხადა.
"ჩვენ ვთავაზობთ ხელისუფლებას გამოსავალს, დაინიშნოს პროკურორად საზოგადოებისა და ოჯახის ნდობით აღჭურვილი პირი, რომელსაც ექნება შესაბამისი გამოცდილება და შესაბამისი კვალიფიკაცია. არსებობს რამდენიმე კანდიდატურა და ეს იქნება გამოსავალი და წარმატების საწინდარი, რომ ეს საქმე გაიხსნება და მივალთ ლოგიკურ ფინალამდე," - განაცხადა ცოტნე გამსახურდიამ.
შეგახსენებთ, პირველი პრეზიდენტის შვილები კონტანტინე და ცოტნე გამსახურდიები უკვე მე-10 დღეა მთავარ საგამოძიებო უწყებასთან შიმშილობენ. მათი მოთხოვნაა, მოხდეს ზვიად გამსახურდიას მკვლელობის სრულყოფილი გამოძიება და პასუხისმგებელი პირები დაისაჯონ.