პატიმრებს სოლიდარობა გამოუცხადეს ჰამბურგში. გერმანიაში მცხოვრებმა ქართველებმა გუშინ ზუგდიდის აქციის პარალელურად ქალაქის ცენტრში საპროტესტო აქცია გამართეს. აქციის მონაწილეებმა ციხეში პატიმრების წამების ფაქტები და ქვეყანაში შექმნილი წინასაარჩევნო ვითარება გააპროტესტეს. ემიგრანტებმა საქართველოს ხელისუფლებას სამართლიანი არჩევნების ჩატარებისკენ მოუწოდეს.