დაიცავი საქართველოს ლიდერი ლევან გაჩეჩილაძე სხვადასხვა უწყებატა წარნომადგენლებს განცხადებით მიმართვას და მოუწოდებს ნუ მიირებენ სიყალბაში მონაწილეობას. კიდევ ერთხელ მინდა, გითხრათ, რომ ქვეყანას მართავს სადისტური, შიზოფრენიული, კრიმინალური სიგიჟე. მართავს და ძალადობს საზოგადოების გარკვეული ნაწილის მეშვეობით. დღეს, მინდა, მივმართო სწორედ მათ, -იმ საზოგადოებას, ვინც თავისი გულგრილობით, სამშობლოს მიმართ, შეიძლება, კიდევ შეეცადოს არჩევნების გაყალბებას:-
პოლიციის ყველა თანამშრომელს ;
- სპეცრაზმელებს;
- ძალოვანი უწყების ყველა თანამშრომელს;
- ზონდერებს;
- ნაც.მოძრაობის კოორდინატორებს;
- საარჩევნო კომისიის წევრებს;
- რუსთავი2-ს „იმედის", „საზოგადოებრივი მაუწყებლის" და სხვა პრო- სახელისუფლო მედიის თანამშრომლებს;
- მოსამართლეებს;
- სახელმწიფო და საჯარო მოხელეებს;
- გულგრილ და შეშინებულ ამომრჩეველს;
თქვენ შეგიძლიათ, ეს ჯოჯოხეთური ხელისუფლება თამაშგარე მდგომარეობაში დატოვოთ. მიეცით საქართველოს მშვიდობიანი ცვლილებების შანსი.
მერწმუნეთ, ყოველი თქვენთაგანის საქციელი იქნება სწორად აღქმული. თქვენ იცით, რაც უნდა გააკეთოთ, - უნდა ემსახუროთ სიმართლეს.
დაიცავი საქართველო!
ლევან გაჩეჩილაძე