პატიმრების წამებაში ეჭვმიტანილები „ნაციონალური მოძრაობის" შემომწირველები არიან. სასაჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსი დავით ჭაკუა და მისი პირველი მოადგილე, გაგა მკურნალიძე მმართველ პარტიას თანხებს ურიცხავდნენ. 8 აგვისტოს, დეპარტამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, პარტიას 9 300 ლარი შესწირა, მისმა მოადგილემ კი _ 6 300. ინფორმაცია ამის შესახებ სახელმწიფო აუდიტის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული. პატიმართა წამებისა და მათდამი არაადამიანური მოპყრობის კადრების გავრცლების შემდეგ, დავით ჭაკუა თანამდებობიდან გაათავისუფლეს, მისი პირველი მოადგილე გაგა მკურნალიძე კი დაკავებულია.