ანაკლიაში მცხოვრებ დევნილ ოჯახებს ბინები გადაეცათ

ანაკლიაში მცხოვრებ დევნილ ოჯახებს ბინები გადაეცათ

ანაკლიაში, ახალაშენებულ კორპუსში, ბინა 13 დევნილ ოჯახს გადაეცა. საცხოვრებელი ფართების განაწილების პროცედურას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძე და სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილე კობა ქანთარია დაესწრნენ. 

დევნილი ოჯახები ანაკლიის პორტის მიმდებარე ტერიტორიაზე, ხის ძველ კოტეჯებში წლების განმავლობაში ცხოვრობდნენ. სახელმწიფოსთვის პორტის მშენებლობას  სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს,  სწორედ ამიტომ იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს საცხოვრებელი ფართები, კრიტერიუმების გარეშე, უპირობოდ, გადაეცათ.  13 ოჯახი, მათი სურვილის შესაბამისად, ანაკლიაში, ახალაშენებულ კორპუსში განსახლდება. 

2013 წლიდან დღემდე, სამეგრელოს რეგიონში ბინა 1262 დევნილ ოჯახს  გადაეცა.  ამ ეტაპზე, ზუგდიდში 360  ოჯახის განსახლების მიზნით 6 კორპუსის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს.