ბათუმის დრამატული თეატრის დასმა პატიმრებს სოლიდარობა გამოუცხადა. მათ სპექტაკლის „ბოლო გაჩერება" თამაშზე უარი განაცხადეს. მსახიობები ამბობენ, რომ სპექტაკლი ძლადობაზეა და მათ არ ჰქონდათ მორალური უფლება, მაყურებლის წინაშე გამოსულიყვნენ. ძალადობა დაგმეს თელავის თეატრის მსახიობებმაც. მათ აქცია ცენტრალურ მოედანზე გამართეს.