ხათუნა ხოფერია : “რას დაგვამსგავსეს… რაებზე ვდაობთ?!”

ხათუნა ხოფერია : “რას დაგვამსგავსეს… რაებზე ვდაობთ?!”

საქართველოს პარლამენტის ყოფილმა დეპუტატმა, ხათუნა ხოფერიამ პრემიერ-მინისტრ, მამუკა ბახტაძის მიერ წარმოდგენილი მთავრობის წლიური ანგარიში სოციალურ ქსელში შეაფასა:

“რას დაგვამსგავსეს! რაებზე ვწერთ და ვდაობთ! არა და, დღეს, ახალგაზრდა პრემიერ-მინიტრს ძალიან კარგი გამოსვლა ჰქონდა! ისიც ნიშანდობლივი იყო, რომ წლის ანგარიშით, პირველ რიგში, საზოგადოების წინაშე წარსდგა!

პრიორიტეტი და გაზრდილი ბიუჯეტი – განათლებას! სწორედ იმ განათლებას, რომელსაც 9 წელი ებრძოდნენ, ხურავდნენ კათედრებს, ავიწროებდნენ პროფესორ- მასწავლებლებს, ხელფასებს არ უზრდიდნენ აღმზრდელებს. ებრძოდნენ განათლებას იმ ქვეყანაში, სადაც სიტყვა განათლებული- ღირსების ტოლფასია და სადაც გელათის და იყალთოს აკადემიებია მე-11 საუკუნის ისტორიულ ძეგლებში.

ჰო და, ჩვენ გადავრჩებით და ჩვენ გვექნება ძალიან მაგარი ქვეყანა! მიუხედავად იმისა, უნდათ თუ არ უნდათ ეს ქვეყნის და ქართული სახელმწიფოებრიობის მტრად ქცეულ პოლიტიკურ გვამებს!”, – წერს ხოფერია.

დღეს, საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, წლიური ანგარიშის პრეზენტაცია გამართავს. ღონისძიება სასტუმრო „ბილტმორში“ მოეწყო.