"ქართული ოცნების" ლიდერი დღეს ვანის რაიონში მცხოვრებ ასათიანების ოჯახს ესტუმრა. მან 26 მაისის აქციის დარბევის დროს გარდაცვლილი სულიკო ასათიანის მეუღლესა და ვაჟიშვილს სამძიმარი გამოუცხადა და პირობა მისცა, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ეს საქმე ობიექტურად იქნება გამოძიებული.