სამართალდამცველებმა ე.წ. კანონიერი ქურდი ნუკრი "გალსკი" დააკავეს და მისი დეპორტაცია განახორციელეს. ამის შესახებ უკრაინული მედია იუწყება.
კიევის პოლიციის ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქე კიევში დანაშაულებრივი ჯგუფების მართვას და გავლენათა სფეროების გადანაწილებას გეგმავდა სხვა კრიმინალურ ავტორიტეტებთან ერთად. "ბოროტმოქმედი, რომელსაც უკრაინაში შესვლა 2019 წლამდე აკრძალული აქვს, სამართალდამცველებმა კიევის შევჩენკოვსკის რაიონში დააკავეს. 1987 წელს დაბადებული საქართველოს მოქალაქე უკრაინაში სახელმწიფო საზღვრის გვერდის ავლით მოხვდა", - განაცხადეს პოლიციაში.
სამართალდამცველების ინფორმაციით, ნუკრი "გალსკი" სამი კვირის განმავლობაში ამყარებდა კავშირებს და საბითუმო ბაზრებისა და ბინის ქურდების დაჯგუფებების კურატორობას აპირებდა. ხვდებოდა დანაშაულებრივი სფეროს მაღალი წრის წარმომადგენლებს კრიმინალური ავტორიტეტების ე.წ. ქურდულ შეკრებებზე.