კიდევ კარგი საათი ესროლა და არა ქოში

კიდევ კარგი საათი ესროლა და არა ქოში

ნიკა მელიას ქალბატონი თავს დაესხა, კიდევ კარგი საათი ესროლა და არა ქოში, – ამგვარად გამოეხმაურა ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე რომან გოცირიძე გუშინ პარლამენტში მომხდარ ინციდენტს.

მისი თქმით, ნიკა მელია "ქართული ოცნების" თავდასხმის მსხვერპლია.

"ყველა კონფლიქტი, რაც მოხდა, იყო "ქართული ოცნების" ბრალი. გუშინ ნიკა მელიას გამოსვლა მკაცრი, პრინციპულ, ხმამაღალ ტონალობაში იყო. პარლამენტის ამ მიმართულებით არაფერს ზღუდავს. ერთი დეპუტატი ფინიასავით შეუჩნდა, მეორე უკან ტურასავით მოეპარა და ხედავდით, ბრჭყალების ჩავლება როგორ უნდოდა და ვერ მოახერხა. თუ ჩანაწერებს ნახავთ, ნიკა მელია არის "ქართული ოცნების" თავდასხმის მსხვერპლი. ადამიანი გამოდის, არ აცდიან. ერთი უყვირის, მეორე უბრახუნებს. საბოლოო ჯამში ქალბატონი თავს დაესხა და კიდევ კარგი საათი ესროლა და არა ქოში. მეორე დეპუტატს, რომელსაც თავი გმირი ჰგონია და მარჯანიშვილზე ამაყობს ქუჩაში დგომით, უკნიდან მიეპარა, როგორც ლომს ტურები მიეპარებიან ხოლმე,"- განაცხადა გოცირიძემ.