გიორგი ოთხმეზური:

გიორგი ოთხმეზური: "მელიამ, ბოლო პერიოდში უკვე მესამედ მოაწყო პროვოკაცია”

"პარლამენტარისთვის შეუფერებელი საქციელისთვის ნიკა მელია უნდა გაირიცხოს პარლამენტიდან, რადაგან არც სესიებზე დადის და თუ მივა მხოლოდ პროვოკაციების მოსაწყობად"- ასე ეხმაურება ისტორიკოსი გიორგი ოთხმეზური პარლამენტში მომხდარ დაპირისპირებას, რომელიც ნიკა მელიას განცხადებებს მოჰყვა.

"ნიკა მელიამ, მარტო ბოლო პერიოდში უკვე მესამედ მოაწყო პროვოკაცია. ჯერ კვირიკაშვილი გამოიყვანა წყობიდან, გახარია ვერ გამოიყვანა, ახლა ირმა ინაშვილს არ მისცა სიტყვით გამოსვლის საშუალება.

"ნაციონალურ მოძრაობას" ნიკა მელია პროვოკაციების მოსაწყობად ჰყავს, რადგან ყოველი მისი გამოსვლა უხამსია. არ მესმის, დეპუტატი, რომელიც 44 სხდომიდან მხოლოდ ორს ან სამს დაესწრება, ისიც იმიტომ, რომ პროვოკაცია მოაწყოს, რატომ არ რიცხავენ პარლამენტიდან?

"მე ვფიქრობ, რომ პარლამენტარისთვის შეუფერებელი საქციელისთვის ნიკა მელია უნდა გარიცხონ პარლამენტიდან"- განაცხადა გიორგი ოთხმეზურმა.