ვალების ჩამოწერა დიდი მოცულობის ხანდაზმულ სესხებსაც შეეხება?!

ვალების ჩამოწერა დიდი მოცულობის ხანდაზმულ სესხებსაც შეეხება?!

რო­გორც „ბიზ­ნესპრეს­ნი­უსს" ბან­კე­ბის ასო­ცი­ა­ცი­ის თავ­მჯდო­მა­რე ალექ­სან­დრე ძნე­ლა­ძემ გა­ნუ­ცხა­და, ვა­ლე­ბის ჩა­მო­წე­რა შე­საძ­ლოა, დიდი მო­ცუ­ლო­ბის სეს­ხებ­საც შე­ხე­ბო­და, თუმ­ცა, მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, სა­უ­ბა­რია, ხან­დაზ­მულ სეს­ხებ­ზე. მაგ­რამ ძნე­ლა­ძე არ აკონ­კრე­ტებს ამ ტი­პის - ხან­დაზ­მუ­ლი და დიდი მო­ცუ­ლო­ბის სეს­ხე­ბიც ფონდმა „ქარ­თუმ" შე­ის­ყი­და, თუ კო­მერ­ცი­ულ­მა ბან­კებ­მა „აპა­ტი­ეს" მსეს­ხებ­ლებს. აღ­ნიშ­ნულ სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით, ძნე­ლა­ძემ „პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის" გა­და­ცე­მა­ში „360 გრა­დუ­სი" ისა­უბ­რა.

„შე­საძ­ლოა, მოხ­დეს ხან­დაზ­მუ­ლი, დიდი მო­ცუ­ლო­ბის სეს­ხე­ბის პა­ტი­ე­ბაც, თუმ­ცა, ამ სა­კი­თხზე ჯერ­ჯე­რო­ბით კო­მენ­ტა­რის გა­კე­თე­ბა მი­ჭირს, რად­გან დე­ტა­ლე­ბის და­ზუს­ტე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს. მაგ­რამ იმის თქმა და­ზუს­ტე­ბით შეგ­ვიძ­ლია, რომ თუ მო­ქა­ლა­ქემ სა­კუ­თა­რი თავი ვა­ლე­ბის გა­ნუ­ლე­ბის ვებგ­ვერ­დზე - vali.ge აღ­მო­ა­ჩი­ნა, მას სეს­ხის მო­ცუ­ლო­ბის გა­ნურ­ჩევ­ლად, და­ვა­ლი­ა­ნე­ბა გა­უ­ნულ­დე­ბა", - განაცხადა ძნელაძემ.