რა გინდათ გამოგიყვანოთ, გაგანგრიოთ და მოგკლათ? - ამ განცხადებით, "ქართული ოცნების" დეპუტატმა ზაზა პაპუაშვილმა ოპოზიციის ლიდერებს მიმართა.
პარლამენტში, სესიაზე ვითარება ცოტა ხნის წინ დაიძაბა. "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერი ირმა ინაშვილი და მმართველი გუნდის წევრი ზაზა პაპუაშვილი ენმ-ს წევრ ნიკა მელიას ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. ინაშვილმა მელიას სახეში ფურცლები შეაყარა, ზაზა პაპუაშვილმა კი ხელი დაარტყა. ვითარება მანდატურმა განმუხტა და სესიაზე შესვენება გამოცხადდა.
განცხადება კი პაპუაშვილმა სხდომის განახლების შემდეგ გააკეთა და ფიზიკური დაპირისპირების მიზეზებზე ისაუბრა.
პაპუაშვილი ამბობს, რომ ვითარების პროვოცირება ოპოზიციამ მოახდინა. მან გიგა ბოკერიასაც მიმართა "ყეფა უწოდა".