154 საჯარო სკოლის ისტორიის მასწავლებელი გოჩა გურგენიძე, რომელსაც პატიმრებისთვის სოლიდარობის გამოცხადება უნდოდა სკოლაში არ შეუშვეს. პედაგოგი პატიმრებზე ძალადობისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებს გმობს და მასწავლებლებს აქციებზე გამოსვლისკენ მოუწოდებს. მისივე თქმით, დღეს ხელისუფლებას პედაგოგები დაშინებული ჰყავს, სწორედ ამიტომ ვერ შეძლეს მათ დღეს მის გვერდში დგომა. მასწავლებლის განცხადებით,სანამ ძალადობაში მონაწილე ყველა პირი არ დაისჯება ის გაკვეთილებს არ ჩაატარებს. დღეს გოჩა გურგენიძის მოწვევით სკოლასთან ქართული ოცნების ნაძალადევის მაჟორიტარობის კანდიდატი თეა წულუკიანი მივიდა. მისი თქმით, გურგენიძის საქციელი ყველა მასწავლებლისთვის სამაგალითოა.