მარიხუანას კანონპროექტის პარლამენტში ხელახლა ინიცირება

მარიხუანას კანონპროექტის პარლამენტში ხელახლა ინიცირება "ნაცმოძრაობის" მოგონილია

პარლამენტი მარიხუანას კულტივაცია-რეალიზაციის კანონპროექტის თავიდან განხილვას არ აპირებს და ხმები იმის შესახებ, რომ გადამუშავებული კანონპროექტი გაზაფხულის სესიისათვის თავიდან იქნება ინიცირებული პარლამენტში, სიმართლეს არ შეესაბამება.

ამის შესახებ „რეზონანსთან" საუბარში საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა აკაკი ზოიძემ განაცხადა. მისი თქმით, ამ განცხადებების ავტორები არიან მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის" წევრები, რომლებიც ცდილობენ ხელახლა წამოწიონ ეს თემა მაშინ, როდესაც მთავრობამ და პარლამენტმა ამ საკითხს წერტილი დაუსვა.

„ამ განცხადებების ავტორები არიან „ნაციონლური მოძრაობის" წევრები. პარლამენტმა ამის თაობაზე განცხადება უკვე გააკეთა და ქმედებებიც განახორციელა - მარიხუანას კულტივაცია-რეალიზაციის შესახებ კანონპროექტი გაწვეულია პარლამენტიდან და ამ საკითხის განხილვას არ დაუბრუნდება.

„ასი წლის შემდეგ რა იქნება, როგორ შეიცვლება მსოფლიო და რა მოთხოვნები იქნება, ამის გარანტიას ვერავინ მოგცემთ და არც ჩვენ ვართ პოლიტიკური ვანგები, რომ ვიწინასწარმეტყველოთ რა მოხდება ასი წლის შემდეგ. დღეს ეს კანონპროექტი არანაირ ფორმატში პარლამენტში არ გნიხილება", - განაცხადა აკაკი ზოიძემ.