მესაფლავეები, რომლებმაც მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ბანძაში საფლავის გათხრის დროს ოქროს და ვერცხლის მონეტები იპოვეს, სისხლის სამართლის პასუხსიგებაში მისცეს. მათ გამოძიება სხვისი ქონების დაუფლებას ედავება, რადგან მესაფლავეებმა სამუშაოების დროს მიწის სიღრმეში აღმოჩენილი ვერცხლისა და ოქროს მონეტები ქუთაისში, ერთ-ერთ ლომბარდში ჩააბარეს და აღებული 11 ათასი ლარი გაიყვეს.
“კურიერთან” საუბრის დროს მესაფლავე ბუკა ქუთელია ამბობს, რომ მათ მონეტების ისტორიული მნიშვნელობის შესახებ არაფერი იცოდნენ, რის გამოც, ნაპოვნი ნივთები ლომბარდში ჩააბარეს.
“პირადად მე ვიპოვე. გათხრის დროს წერაქვი მოხვდა ქოთანს და გასკდა. ვინც ვიყავით ბიჭები გავიყავით”, – ამბობს ქუთელია.
ერთ-ერთი მესაფლავი დედა, ეკა დანელია:
“არ ვიცოდით რა იყო, შემდეგ წაიღეს ლომბარდში, ოქრო აღმოჩნდა და ჩააბარეს იქ. ახლა “ფეისბუქში” გვწერენ რაღაცეებს, ვითომ გვაშინებენ, გვემუქრებიან. ვინ არის ვერ გავარკვიე”, – ამბობს ეკა დანელია.