ჟურნალისტი გია გაბრიჭიძე საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შესახებ სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. ჟურნალისტის მიერ გამოთქმული შეფასება, სავარაუდოდ სააკაშვილის ბოლოდროინდელ “ფეისბუქ” – მიმართვებს უკავშირდება.
“ვიცოდი, მაგრამ კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ მიHას აღარაფერი ეშველება. ჯერ ისედაც ვერ იყო, მაგრამ ამ არჩევნებმა საბოლოოდ მოუთავა ხელი. ამდენმა ბოღმამ, ამდენი ღვარძლმა, იმის გაცნობიერებამ, რომ უსუსურია და მარაზმში ჩავარდნილი “გუნდი” ჰყავს, რომლებიც დახმარების ნაცვლად, ისეთ სისულელეებს სჩადიან, რომ უფრო და უფრო უთხრიან ძირს, სულ გადაიყვანა ჭკუიდან.
არ ვარ ფსიქიატრი, მაგრამ მგონია, რომ ეგ მკურნალობას აღარ ექვემდებარება,” – წერს გაბრიჭიძე “ფეისბუქზე”.