გამორიცხულია, სამხრეთ ოსეთი ოდესმე საქართველოს ნაწილი გახდეს

გამორიცხულია, სამხრეთ ოსეთი ოდესმე საქართველოს ნაწილი გახდეს

გამორიცხულია, რომ სამხრეთ ოსეთი ოდესმე გახდეს საქართველოს ნაწილი, - ამის შესახებ ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა დიმიტრი მედოევმა განაცხადა.

„საქართველოს ზოგიერთი ხელმძღვანელისგან სხვადასხვა განცხადებებს ვისმენთ, რომლებიც ურთიერთსაწინააღმდეგოა. მაგალითად, ზოგიერთი საზოგადო მოღვაწე, პოლიტიკოსი მუდამ საუბრობს იმაზე, რომ ჩვენთან სურს ცხოვრება, თუმცა მეორე მხრივ, საკუთარ ქვეყანას ნატო-სკენ ექაჩებიან. ჩვენ კარგად გვესმის თუ რისთვის კეთდება ეს“, - განაცხადა დე ფაქტო მინისტრმა.

დიმიტრი მედოევის თქმით, საქართველოს მილიტარიზაციის ფონზე განცხადებები ოსებთან ძმობაზე არადამაჯერებელია.

„ამიტომაც ამგვარი განცხადებები არ გვიკვირს, რაც თბილისიდან გვესმის, ძალთა განლაგება ამ ქვეყნის შიდა სტაბილურობის სასარგებლოდ არ საუბრობს, საზოგადოებაში დიდი განხეთქილებაა“, - დასძინა მან.