ნატო ჩხეიძე: „ვალების განულების პროექტი ჩვეულებრივი აფიორაა“

ნატო ჩხეიძე: „ვალების განულების პროექტი ჩვეულებრივი აფიორაა“

დეპუტატი ნატო ჩხეიძე ვალების განულების საიტის ამუშავებას ეხმაურება და სოციალურ ქსელში წერს:

„სერიიდან: ის,რაც ხდება… ვალების განულების პროექტი საარჩევნო პოპულიზმის აუცილებლობამ შვა, იურიდიულად ტოტალურ მოსყიდვას რომ უტოლდება, ხოლო პრაქტიკულად, ჩვეულებრივი აფიორაა. ბანკს ხომ უკვე დაკარგული ჰქონდათ დასაკარგი და დანაკლისს რახანია გადახდისუნარიანი მოსახლეობისათვის მაღალი პროცენტებით არეგულურებს. აღმასრულებლსაც აღარაფერი აქვთ ამოსაღები და ფონდ „ქართუსგანაც“ ბევრი არაფერი ან სულ არაფერი იქნება დასაფარი. და იმ ვალიანებსაც გადაუხდელიბის საწუხარ- სადარდებელი რა ხანია, დავიწყებული აქვთ. ახალი წლიდან კი ისეთი და იმნაირი რეგულაციებია დაგეგმილ-ასამოქმედებელი, რომ „შავ სიაში“ ნამყოფებს კი არა, არანაირ სიაში მყოფებსაც ერთობ გაუჭირდებათ კრედიტის აღება. აფიორა-პოპულიზმით კი ძველ წელს გადააგორებს ხალხზე მზრუნველი ჩვენი მთავრობა და მერე კიდევ რამეს როგორმე მოიფიქრებს.“