სააკაშვილი ზურაბიშვილზე:

სააკაშვილი ზურაბიშვილზე: "მახინჯი თოჯინა"

კიდევ ერთხელ ვამბობ, პატრიარქმაც კი თქვა გუშინ, რომ ხმები არის მოპარული. რა ვქნათ ახლა, ქურდულ ლოგიკას მივყვეთ და გავაპრავოთ მოპარვა?! "- ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა "ფეისბუქ" ლაივის დროს განაცხადა და სალომე ზურაბიშვილს "მახინჯი თოჯინა" უწოდა:

"ამიტომ, როცა საუბრობენ, რომ ჩვენ უნდა შევეგუოთ თურმე... მათ შორის, მთლად ბოლომდე აზრზე მოსული ჩვენი ფორმალური თანამებრძოლები რომ ამბობენ რომ "ახლა რაღა აზრი აქვს", "მოდი ახლა ვაღიაროთ". რა უნდა ვაღიაროთ, რომ ხალხს "აახიეს" ქვეყანა? ივანიშვილმა ქართველი ერის ნების სრული იგნორირებით უნდა დაასკუპოს თავისი რაღაცა მახინჯი თოჯინა პრეზიდენტის რეზიდენციაში და ეს ვაღიაროთ?! საქართველოს სიმბოლოდ უნდა გაასაღოს ის, რაც ანტიქართულობის სიმბოლოა?" განაცხადა სააკაშვილმა.