სპეციალური პენიტენციური სამსახური მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს აქციას „გაიღეთ სისხლი, აჩუქეთ ბავშვებს სიცოცხლე“ შეუერთდა. აქციის ფარგლებში, ლეიკემიით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად სისხლი სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებმა გაიღეს.
უწყების წარმომადგენლების განმარტებით, მნიშვნელოვანია, რომ მიეცათ შესაძლებლობა, დაეხმარონ ლეიკემიით დაავადებულ მოზარდებს და წვლილი შეიტანონ მათი სიცოცხლის გადარჩენაში.
მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს წარმომადგენლებმა სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადეს.
მსგავსი ტიპის აქციებში მონაწილეობას სამსახური მომავალშიც გეგმავს.