თიბისი ბანკის შვილობილი კომპანია თიბისი ლიზინგი დღეს 15 წლის იუბილეს აღნიშნავს.
კომპანია რომლის ჯამური პორტფელიც დღეს უკვე 235 მლნ ლარამდეა და ბაზრის 70%-ზე მეტი წილი უკავია, ერთ ერთი პირველი იყო საქართველოში, ვინც მომხმარებელს ლიზინგის პროდუქტი შესთავაზა.
თიბისის შვილობილ კომპანიას გააჩნია სხვადასხვა მიმართულებები და ინიციატივები. ბიზნესის მიმართულებით, თიბისი ლიზინგი 1,000-მდე კლიენტთან თანამშრომლობს. კომპანია ასევე ხელს უწყობს სტარტაპების დაფინანსებას.
თიბისი ლიზინგი ასევე ცდილობს წვლილი შეიტანოს ეკო გარემოს შექმნაში ენერგოეფექტური ტექნიკის დაფინანსების გზით.
ლიზინგის შესახებ მეტი ინფორმაციის მიღება შეგიძლიათ საიტზე tbcleasing.ge