საქართველოს დამსახურებული არტისტი, საქართველოს სახალხო არტისტი, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, ღირსების ორდენის კავალერი ალექსანდრე ხომერიკი «ქართულ ოცნებას“ მხარდაჭერას უცხადებს და საკუთარ სამოქალაქო პოზიციას საჯაროდ აფიქსირებს. ცნობილი ქართველი ტენორის განცხადებით, ქვეყანაში არსებული სიტუაციის მოთმენაც აღარ შეიძლება და იმედს გამოთქვამს, რომ ქართველი ხალხის გონიერება გაიმარჯვებს