„სტარტაპერი

„სტარტაპერი" დამწყებ ბიზნესებს ახალ ფინანსურ პროდუქტს სთავაზობს

პირველად საქართველოში, თიბისი ბანკის პროგრამა „სტარტაპერი" დამწყები ბიზნესების წარმომადგენლებს ინოვაციურ ფინანსურ პროდუქტს - 15 000 ლარამდე სტარტაპსესხს სთავაზობს უზრუნველყოფისა და თანამონაწილეობის გარეშე და სტარტაპერებს კაპიტალზე ხელმისაწვდომობას უმარტივებს.

15 000 ლარამდე სტარტაპსესხით სარგებლობისას, დამწყები ბიზნესების წარმომადგენლები შეძლებენ, როგორც უკვე არსებული ბიზნესის განვითარებას, ისე ბიზნესიდეის რეალობად ქცევას.

სესხით სარგებლობა ნებისმიერი სფეროსა და მიზნობრიობის ბიზნესსაქმიანობის განვითარებისთვის არის შესაძლებელი, მათ შორის ინოვაციური და ტექნოლოგიური პროექტების, მომსახურების, წარმოებისა და ელ.კომერციის მიმართულებით (გარდა სტანდარტული ვაჭრობისა).

პროდუქტით სარგებლობა ძალიან მარტივია. დაინტერესების შემთხვევაში, სტარტაპერებმა განაცხადი პროგრამის ვებ-გვერდზე https://startuperi.ge/ka/teq-startap-sesxi უნდა შეავსონ, რის შემდეგაც ბანკის წარმომადგენლები მათ დაუკავშირდებიან. განაცხადის შევსებისას ბიზნესგეგმისა და სხვა მონაცემების დამატებით წარდგენა არ მოითხოვება. რაც შეეხება სესხის პროცენტს, ის ინდივიდუალურია და დამოკიდებულია ბიზნესისა თუ იდეის რისკიანობაზე, მომხმარებლის გამოცდილებასა და სხვადასხვა ფაქტორზე.

პროგრამა „სტარტაპერი" თიბისი ბანკმა 2 წლის წინ დაიწყო. მიზანი  დამწყები კომპანიების მხარდაჭერა და სტარტაპეკოსისტემის განვითარება იყო. დღეს პროგრამა უკვე  17 000 სხვადასხვა მიმართულების სტარტაპს აერთიანებს. 75 მილიონი ლარით „სტარტაპერმა" უკვე 400-მდე კომპანიას გაუწია ფინანსური მხარდაჭერა.

პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია „სტარტაპერის" ვებგვერდზე  www.Startuperi.ge, სადაც ასევე განთავსებულია კატალოგი პროგრამის მონაწილე სტარტაპების შესახებ.