ლატვია-საქართველოს საფეხბურთო მატჩის პირდაპირი ტრანსლაცია თბილისში, სიონის ქუჩაზე გაიმართება.
მატჩის პირდაპირ ტრანსლაციას დიდ ეკრანზე, სიონის ქუჩა N8-ში, ბამბის რიგისა და შარდენის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, დედაქალაქის მერია უზრუნველყოფს და მასზე დასწრება თავისუფალია.
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები უეფა-ს ერთა ლიგის IV ტურის შეხვედრას დღეს, რიგაში, თბილისის დროით 22:45 საათზე გამართავს.