ცეზარ ჩოჩელი : საექსპორტო მაჩვენებელი 100%-ითაა გაზრდილი

ცეზარ ჩოჩელი : საექსპორტო მაჩვენებელი 100%-ითაა გაზრდილი

მიმდინარე წელს, სს „ქართული ლუდის კომპანიამ“ საექსპორტო მაჩვენებლები კიდევ უფრო გააუმჯობესა. როგორც კომპანიის დამფუძნებელმა ცეზარ ჩოჩელმა გადაცემა "საქმიანი დილაში" სტუმრობისას განმარტა, მიმდინარე წელს კომპანიის საექსპორტო მაჩვენებელი, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 100%-ითაა გაზრდილი.

„მომავალი წლისთვის ექსპორტის კიდევ უფრო ზრდას ვგეგმავთ. დღეისათვის მნიშვნელოვანი ზრდა გვაქვს აზერბაიჯანის, რუსეთის, შუა აზიისა და არაბული ქვეყნების მიმართულებით“, აცხადებს ცეზარ ჩოჩელი.

კომპანიის დამფუძნებელი ამბობს, რომ სს "ქართული ლუდის კომპანია" გაჩერებას არ აპირებს და ასორტიმენტის ზრდას გეგმავს. მალე წარმოებაში ჩაეშვება სპორტული მიმართულების სასმელები. ცეზარ ჩოჩელი აანონსებს იმასაც, რომ სს „ქართული ლუდის კომპანია“ საქართველოში რამდენიმე უცხოური ბრენდის შემოყვანას უზრუნველყოფს.

„ვიწყებთ სპორტული მიმართულების სასმელების წარმოებას, ეს არის დაბალ კალორიული და ვიტამინებით გაჯერებული სასმელი, რომელიც ახალგაზრდებში და იმ ადამიანებისთვის, რომლებიც სპორტულ ცხოვრებას მისდევენ ძალიან სასარგებლოა“, აცხადებს ცეზარ ჩოჩელი.