საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ, ბაზალეთში, დევნილთა საცხოვრებელ შენობაში მომხდარი აფეთქებისას დაშავებულები ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკაში მოინახულა.
„მოვინახულეთ დაშავებულები, რაც მთვარია ყველა გადარჩა და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. დანარჩენი რა პრობლემებიც არის შექმნილი პირველ რიგში ჯანმრთელობასთან და შემდგომ საყოფაცხოვრებო პირობებთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, სახელმწიფო იზრუნებს მათ მოგვარებაზე“, - განაცხადა გრიგოლ გიორგაძემ.