მარიამ ლორთქიფანიძის კითხვანი

მარიამ ლორთქიფანიძის კითხვანი

აკადემიკოს მარიამ ლორთქიფანიძის სახელობის ქართველოლოგიური სამეცნიერო კითხვანი გაიხსნა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. თსუ ბიბლიოთეკის ორგანიზებით გამართულ ღონისძიებაზე თსუ პროფესორებმა, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებმა, სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების მკვლევრებმა და თანამშრომლებმა მოხსენებები წაიკითხეს ქართველოლოგიის მიმართულებით.

თსუ რექტორის გიორგი შარვაშიძის თქმით, მარიამ ლორთქიფანიძის  ხსნოვნისადმი მიძღვნილი კითხვანი წელს პირველად ტარდება და ტრადიციულად ყოველ წელს გაიმართება. მარიკა ლორთქიფანიძის კითხვანი თსუ პირველი სასწავლო კორპუსის 321-ე აუდიტორიაში გაიმართა, რომელსაც მარიამ ლორთქიფანიძის სახელი მიენიჭა. 

კითხვანის მიზანია, ხელი შეუწყოს ქართველოლოგიური კვლევების განვითარებას, კვლევების შედეგად მიღებული სამეცნიერო სიახლეების პოპულარიზაციას.