შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი ამერიკის შეერთებული შტატებიდან დელეგაციას მასპინძლობს. სამკაციანი გუნდი საქართველოში, 16-21 სექტმებრის, ჩათვლით დარჩება და იბსუს თემაზე სხვადასხვა დონეზე გამართავს შეხვედრებს: მათ შორის უნივერსიტეტის ადმინისტრაციის, არასამთავრობო ორგანიზაციების, განათლების ექსპერტების თუ საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებთან.
დელეგაციის წევრები იმ კომისიის წევრები არიან, რომლებიც სხვადასხვა ქვეყანაში განათლების საკითხებთან დაკავშირებით პრობლემურ საკითხებს სწავლობენ და შემდგომ ამერიკის დიპლომატიური წრეებისთვის ამზადებს ანგარიშს.
''პრობლემების გამოკვლევის შემდგომ, ამ საქმის მასალებს ამერიკელ დიპლომატებს გავაცნობთ. ჩვენი მიზანია, მომავალ კვირას გაეროს სხდომაზე, სადაც ჩვენც ვიქნებით, მსგავსი პრობლემების წინ წამოწევა და მსჯელობა.'' - განაცხადა ტომ ტეილორმა.
ტომ ტეილორი წარმოადგენს ჯორჯიის ოლქს, რომელიც მოიცავს ქალაქ დანვუდს სრულად, ჩამბლის ნაწილს და ჩრდილოეთ დეკალბის მუნიციპალიტეტის დორავილის ნაწილს. ის არჩეულ იქნა წარმომადგენელთა პალატაში 2010 წელს. ამჟამად არის MARTOC-ის კომიტეტის თავმჯდომარე. ასევე არის “ეკონომიკური განვითარებისა და ტურიზმის“, სამთავრობო საკითხთა, რეგულირებულ ინდუსტრიათა კომიტეტების და ადამიანური რესურსების ქვეკომიტეტის წევრი. ხსენებული მუდმივმოქმედი კომიტეტების გარდა, იგი ასევე არის MARTA-ს ეთიკის საბჭოს ერთადერთი სამართლებრივი წარმომადგენელი.