ბათუმში, არტ-კაფე

ბათუმში, არტ-კაფე "ბოტანიკოში" გამოფენა გაიმართება

24 აგვისტოს, 19:00 საათზე, ბათუმში,  არტ-კაფე "ბოტანიკოში" პრინტის  საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში გამოფენა გაიმართება.

გამოფენაზე ქართველი და უცხოელი არტისტების მიერ ხელით ბეჭდვის უნიკალური ტექნოლოგიით შექმნილი  ნამუშევრები იქნება წარმოდგენილი.

პრინტის საერთაშორისო  ფესტივალი "Life-N-Style" საქართველოში  თიბისის მხარდაჭერით მესამედ ტარდება.

გთხოვთ, მობრძანდეთ

მისამართი: ბათუმი, საოცრებათა პარკი, არტ-კაფე "ბოტანიკო".