ბაქოში, 21- 23 ივნისს, კავკასია-ავღანეთი-მონღოლეთი- ცენტრალური აზია (CAMCA) ყოველწლიური ფორუმი გაიმართება. სამ დღიანი ფორუმი აშშ-ს თავდაცვის ყოფილი მდივნის დონალდ რამსფელდის ფონდის, ცენტრალური აზია-კავკასიის ინსტიტუტისა და ADA-ს უნივერსიტეტის ორგანიზებით იმართება.
რეგიონის სახელმწიფოებისა და შეერთებული შტატების 200-მდე წარმომადგენელი სამი დღის განმავლობაში რეგიონში მიმდინარე პროცესებზე, მზარდ რეგიონალიზმზე, კასპიის ზღავზე თანამშრომლობის პერსპექტივებზე და არსებულ გამოწვევებზე იმსჯელებენ.
"ბაქო სააუკენებიის განმავლობაში მსოფლიოს მნიშვნელოვანი გზაჯვარედნი იყო" - აცხადებს აშშ-ს თავდაცვის ყოფილი მინისტრი - დონალდ რამსფელდი, რომლის ფინანსური მხარდაჭერით ყოველწლიურად რეგიონის ახალგაზრდა ლიდერები შეერთებულ შტატებში ცხოვრებისა და სწავლის სტიპენდიებს იღებენ.
2018 წლის CAMCA-ს რეგიონულ ფორუმში მონაწილეობას მიიღებს არაერთი გამორჩეული ლიდერი და ექსპერტი, რომელიც დამსწრეებს საკუთარ გამოცდილებას და ხედვებს გაუზიარებს. ღონისძიებაში მონაწილებას ასევე მიიღებენ რამსფელდის ფონდის ცენტრალური აზია-კავკასიის პროგრამის სტიპენდიანტები და კურსდამთავრებულები. ფორუმს აზერბაიჯანის პირველი ვიცე-პრეზიდენტი მეჰრიბან ალიევა გახსნის.