საქართველოში, რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, ზესტაფონის სარკინიგზო უბანზე გაითიშა მაღალი ძაბვა. ამის გამო მატარებლების #804 თბილისი-ბათუმი, #869 ზუგდიდი-თბილისი და #871 ფოთი-თბილისი მოძრაობა შეფერხდა. მიმდინარეობს აქტიური მუშაობა ენერგოპროსთან, პრობლემის მოსაგვარებლად, რათა დროულად აღდგეს ელექტოენერგიის მოწოდება და მატარებლების მოძრაობა
საქართველოს რკინიგზა ბოდიშს უხდის მგზავრებს შეფერხების გამო.