18 ივნისს, 10.00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საზაფხულო სკოლა - „რეგიონული უსაფრთხოება და კონფლიქტების მოგვარება“ გაიხსნება.
თსუ კონფლიქტოლოგიის ინსტიტუტსა და სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, თსუ-ში უკვე მესამედ ტარდება საზაფხულო სკოლა რეგიონული უსაფრთხოების და კონფლიქტების მოგვარების საკითხებზე. საზაფხულო სკოლაში მონაწილეობენ სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები. ლექცია-სემინარებს ატარებენ ცნობილი ქართველი მეცნიერები და ექსპერტები. ლექცია-სემინარებზე განიხილება ისეთი თემები, როგორიცაა საქართველო და ნატო, საქართველო და ევროკავშირი, რეგიონის ენერგეტიკული უსაფრთხოება, საქართველოს სახელმწიფოს მიდგომები კონფლიქტების მოგვარებისადმი, რუსეთი და რეგიონული უსაფრთხოების საკითხები, ადამიანის უფლებები რეგიონში, გარემოსდაცვითი პრობლემები სამხრეთ კავკასიაში, რეგიონის განვითარების ეკონომიკის გამოწვევები, რელიგიის როლი რეგიონული უსაფრხოების საკითხებში და სხვა.
სტუდენტები ლექცია-სემინარებს 3 კვირის განმავლობაში მოისმენენ. მათთვის მომზადებულია კულტურულ-საგანმანათლებლო პროგრამა, რომლის ფარგლებში სტუდენტები იმოგზაურებენ საქართველოს სხვადსხვა მხარეში, გაეცნობიან ქვეყნის ისტორიულ-კულტურულ მემკვიდრეობას და თანამედროვეობას.
მისამართი:ი.ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ I კორპუსი, 320-ე აუდიტორია.