8 ივნისს, 19:00 საათზე, თიბისი გალერეაში კინორეჟისორ ალბერტ სერასთან საჯარო შეხვედრა გაიმართება.
ესპანელი რეჟისორი თბილისს საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალი პროექტის - „თანამედროვე კინოს დიდოსტატების" ფარგლებში ეწვია. საჯარო შეხვედრაზე ალბერტ სერას მოდერატორობას აღნიშნული პროექტის იდეის ავტორი და რეჟისორი - ვახტანგ ჯაჯანიძე გაუწევს.
ალბერტ სერას მასტერკლასს თიბისი წარადგენს.
დასწრება თავისუფალია.
გთხოვთ, მობრძანდეთ.
მისამართი: თიბისი გალერეა, მარჯანიშვილის 7, IV სართული.