25 მაისს საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით დაიწყო ინტელექტუალური და აქტიური შემეცნებით-სათავგადასავლო თამაში City Game, რომელიც მონაწილეებს სახალისო არაფორმალურ გარემოში გააცნობს საინტერესო ფაქტებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის ისტორიიდან.
ორდღიანი ინტელექტუალური თავგადასავლის განმავლობაში თითოეულ ჯგუფს მოუწევს 26 შეკითხვაზე პასუხის მოძიება და 26 სახალისო დავალების შესრულება. გამარჯვებულად გამოცხადდება გუნდი, რომელიც პირველი მოაგროვებს 26 მინიშნებას, გაივლის ყველა ჩეკ-პოინტს და მივა ფინიშამდე.
თამაშში მონაწილეობს თსუ-ს სტუდენტების 20 გუნდი. 26 მაისს გამოვლინდება 2 გამარჯვებული გუნდი, რომელთა დაჯილდოების ცერემონია 15.00 საათზე რუსთაველის გამზირზე, თსუ-ს სტენდთან გაიმართება. გამარჯვებულ გუნდებს თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე დააჯილდოებს. მათ სპეციალური საჩუქრები და ფულადი პრიზები გადაეცემათ.
საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წლის აღსანიშნავად საზეიმო ღონისძიებები მთელი საქართველოს მასშტაბით გაიმართება.
პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით 26 მაისს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი მთელი დღის მანძილზე გელით თბილისში რუსთაველის გამზირზე და ამბროლაურში.
რუსთაველის გამზირზე, პირველი გიმნაზიის მიმდებარე ტერიტორიაზე წარმოდგენილი იქნება:
საგამოფენო სივრცე - თსუ-ს დაფუძნების, პირველი რესპუბლიკის ისტორიისა და 1918-1921 წ/წ განათლების სისტემის ამსახველი დოკუმენტები/ფოტომასალა;
არქეოლოგიური გათხრების იმიტაცია;
საბავშვო STEM ლაბორატორია - სახალისო ქიმია;
გეოგრაფიული შემეცნებითი ვიქტორინა;
"სითი გეიმის" ფინალი და გამარჯვებული გუნდის დაჯილდოება;
ვირტუალური რეალობა ყველასთვის;
მინერალოგიის მუზეუმის უნიკალური კოლექციის გამოფენა;
თსუ-ს არქეოლოგიურ ექსპედიციებში აღმოჩენილი არტეფაქტების გამოფენა;
საჯარო ლექციები;
სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიის“ მიმდებარე ტერიტორიაზე თსუ-ს სტენდზე მსურველები ჩაერთვებიან სპორტული აქტივობაში „თსუ ქართული ალპინიზმის სათავე“ (კლდეზე ცოცვა);
რაც შეეხება ამბროლაურს, ცენტრალურ მოედანზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი წარმოადგენს:

საზეიმო კონცერტი თანამედროვე ცეკვების ანსამბლის „TSU Modern“ და გოგონათა ტრადიციული მუსიკის ანსამბლის „გორდელა“ მონაწილეობით.