21 მაისს, 10:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, 100 წლის საიუბილეო ღონისძიებების ფარგლებში, პერსონალის მეორე საერთაშორისო კვირეული გაიხსნება. კვირეული UNESCO-ს ეგიდით გაიმართება, რომელშიც ევროპის 10 ქვეყნის 20 უნივერსიტეტის 32 წარმომადგენელი მიიღებს მონაწილეობას.
ღონისძიებას თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ალექსანდრე თევზაძე, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი თამარ სანიკიძე, განათლების საერთაშორისო ცენტრის ხელმძღვანელი ნინო ჭელიძე, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დირექტორის მოადგილე ნინო გაჩეჩილაძე, ერაზმუს+ საქართველოს ეროვნული ოფისის კოორდინატორი ლიკა ღლონტი, მოწვული სტუმრები დაესწრებიან. საერთაშორისო კვირეული თსუ საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის კოორდინირებით გაიმართება.
კვირეულის მიზანია ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ საერთაშორისო კრედიტ-მობილობის პროგრამაში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჩართულობის გაზრდა და კონტაქტების გაღრმავება.
პერსონალის მეორე საერთაშორისო კვირეული 25 მაისამდე გაგრძელდება.
მისამართი:ი.ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ I კორპუსი, 107-ე აუდიტორია.