10-16 აპრილს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი კვირეული გაიმართება.
10 აპრილს, 11.00 საათზე ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი კვირეული გამოფენით „ქართული ენის მემატიანე წიგნები“ გაიხსნება. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება თსუ ბიბლიოთეკის ფონდებში დაცული გამოცემები. (თსუ პირველი კორპუსი, ბიბლიოთეკა მარო მაყაშვილის დარბაზი)
12.00 საათზე თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ქართული ენის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის პროექტის „სვანეთი, ლაზეთი, სამეგრელო სტუდენტების თვალით - 2016-2017“ და ქართული ენის ინსტიტუტის სამეცნიერო შრომების კრებულის „ქართველური ენათმეცნიერება“მე-4 ტომის პრეზენტაციები გაიმართება. (თსუ პირველი კორპუსი, 214-ე აუდიტორია)
ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში თსუ-ში გაიმართება კონფერენციები, სტუდენტური ესეების კონკურსში გამარჯვებულთა დაჯილდოება, სტუდენტური აქცია „მე მიყვარს ქართული - ჩემი სახელმწიფო ენა“, გამოფენები: „ქართული დამწერლობა ქართველ მხატვართა შემოქმედებაში“, „დედა ენის“ შექმნის სათავეებთან“; მოეწყობა „გავრცელებულ ენობრივ შეცდომათა ლექსიკონის“ პრეზენტაცია, ფილმის „აკაკი შანიძის“ ჩვენება, წიგნის „1978-2018“ და დოკუმენტური ფილმის - ,,აპრილის მოვლენა და ქრონიკები'' პრეზენტაცია, სკოლის მოსწავლეთა კონკურსში „გავუფრთხილდეთ მშობლიურ ენას!“ გამარჯვებულთა დაჯილდოება და სხვა ღონისძიებები.
მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ პირველი კორპუსი