ელიზაბეთ ჰ. რუდი ამერიკისმცოდნეობის სტუდენტებსა და პროფესორებს შეხვდა.

ელიზაბეთ ჰ. რუდი ამერიკისმცოდნეობის სტუდენტებსა და პროფესორებს შეხვდა.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მისიის ხელმძღვანელის მოადგილე, ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ელიზაბეთ ჰ. რუდი ამერიკისმცოდნეობის სტუდენტებსა და პროფესორებს შეხვდა.

ქ-ნმა ელიზაბეთ რუდმა #იბსუ-ს სტუდენტებს დიპლომატიური გამოცდილება გაუზიარა და აშშ-საქართველოს ურთიერთობებზე ესაუბრა და მათ შეკითხვებს უპასუხა. მან უნივერსიტეტს მხარდაჭერა აღუთქვა და მომავალი თანამშრომლობის იმედი გამოთქვა.