30 მარტს, 18:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სახალხო სტუდენტური თეატრი "სხვენი" სპექტაკლის "სტუმარ-მასპინძელი" პრემიერას გამართავს. ღონისძიება თსუ კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის ორგანიზებით უნივერსიტეტის 100 წლის საიუბილეო ღონისძიებების ფარგლებში გაიმართება.
სპექტაკლში გაერთიანებულია პანტომიმა, პლასტიკა, ქორეოგრაფია, ვოკალი, აკრობატიკა. მსგავსი სინთეზური სპექტაკლი ქართულ სცენაზე პირველად გაიმართება.
თეატრალური დასი სრულად სტუდენტებით არის დაკომპლექტებული. სპექტაკლის რეჟისორია გიორგი (გოგი) გომურაშვილი, ქორეოგრაფი - პაატა მხეიძე, მხატვარი - თამარ გურგენიძე.
მისამართი:ი.ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ I კორპუსი, სააქტო დარბაზი