„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ სტომატოლოგური  ხარჯების ონლაინ ანაზღაურება დანერგა

„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ სტომატოლოგური ხარჯების ონლაინ ანაზღაურება დანერგა

„ჯიპიაი ჰოლდინგი“, დაზღვევის  დიჯიტალიზაციის ფარგლებში, მომხარებელს კიდევ ერთ სიახლეს სთავაზობს - დღეიდან სტომატოლოგიური მომსახურების ანაზღაურება უკვე ონლაინ, ვებ გვერდის- mygpi.ge-ს მეშვეობით 1 სამუშაო დღეშია შესაძლებელი.

თუ სტომატოლოგიური მომსახურების ხარჯების ასანაზღაურებლად  აქამდე ოფისში მისვლა აუცილებელი იყო,  ახლა  დაზღვეულები  500 ლარამდე  ანაზღაურებას დისტანციურად, მხოლოდ 1 დღეში შეძლებენ. ანაზღაურების მისაღებად საკმარისია მხოლოდ საჭირო დოკუმენტების ონალინ ატვირთვა.

„ჯიპიაი ჰოლდინგი“ საქართველოში მოქმედ წამყავნ სტომატოლოგიურ კლინიკებთან თანამშრომლობს, თუმცა კორპორატიული დაზღვევით მოსარგებლე დაზღვეულებს შესაძლებლობა აქვთ სტომატოლოგიური მომსახურება არაპროვაიდერ კლინიკებშიც მიიღონ და ანაზღაურების მისაღებად mygpi.ge-ს დისტანციური სერვისით ისარგებლონ. უახლოეს პერიოდში კი სტომატოლოგიური მომსახურების ანაზღაურება უკვე მობილური აპლიკაციითაც იქნება შესაძლებელი.

„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ 2016 წელს პირველმა დაიწყო სადაზღვევო სფეროს დიჯიტალიზაცია და დაზღვევის  ონლაინ სერვისები დანერგა. ჯიპიაი დღეს ერთადერთი სადაზღვევო კომპანიაა ბაზარზე, რომელიც მომხარებელს არა მხოლოდ ანაზღაურების, არამედ  დაზღვევის სრულყოფილ ონლაინ სერვისებს  სთავაზობს. 2017 წლის მონაცემებით, კომპანია სადაზღვევო ბაზრის უდიდეს წილს, 30%-ს ფლობს. პირველია ასევე სადაზღვევო ზარალების ანაზღაურების  კუთხითაც. გასულ წელს, კომპანიამ მხოლოდ ჯანმრთელობის დაზღვევით მოსარგებლეებს ჯამში 37 მილიონამდე ლარი აუნაზღაურა. „ჯიპიაი ჰოლდინგი“ კორპორატიული და ინდივიდუალური ჯანმრთელობის დაზღვევით მოსარგებლე  120 000-ზე მეტ ადამიანს ემსახურება საქართველოში, რომელთა შორის ქვეყნის უმსხვილეს კერძო კომპანიებსა და საჯარო  სექტორში დასაქმებული პირები არიან.