საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „უკრაინა და საქართველო: დიპლომატიური ურთიერთობების ასწლეული“

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „უკრაინა და საქართველო: დიპლომატიური ურთიერთობების ასწლეული“

27 მარტს, 10:30 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ორდღიანი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „უკრაინა და საქართველო: დიპლომატიური ურთიერთობების ასწლეული“ გაიხსნება. 

ღონისძიებას თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადილე ალექსანდრე თევზაძე, უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში იგორ დოლგოვი, პროფესორები და სტუდენტები დაესწრებიან.

კონფერენცია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს, საქართველოში უკრაინის საელჩოს, უკრაინის მეცნიერებათა ნაციონალური აკადემიის ისტორიის ინსტიტუტის, დიპლომატიური და საერთაშორისო ურთიერთობების ისტორიის სამეცნიერო საზოგადოების, უცხოეთის წარმომადგენლობათა მომსახურების გენერალური დირექციის ორგანიზებით გაიმართება.

მისამართი:ი.ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ პირველი კორპუსი, 107-ე აუდიტორია