26 მარტს 11:30 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის დიპლომები გადაეცემათ იუსტუს-ლიბიგის სახელობის გისენის (იტალია) უნივერსიტეტის პრეზიდენტს, პროფ. დოქ. ჯობრატო მუქერჯის და ბოლონიის (იტალია) უნივერსიტეტის პროფესორს ანა სონჩინის.
საზეიმო ცერემონიალის შემდეგ იუსტუს-ლიბიგის სახელობის გისენის უნივერსიტეტის პრეზიდენტი პროფ. დოქ. ჯობრატო მუქერჯი წაიკითხავს საჯარო ლექციას "ევროპული იდეა და უმაღლესი განათლების როლი იუსტუს - ლიბიგის სახელობის გისენის უნივერსიტეტის მაგალითზე". პროფესორი ანა სონჩინი წაიკითხავს საჯარო ლექციას "მწერლების ევროპა".
მისამართი:ი.ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ I კორპუსი, 107-ე აუდიტორია